11/30/10

ჟან შარდენი საქართველოში


    შარდენი 1643 წელს პარიზში პროტესტანულ ოჯახში დაიბადა. მამამისმა, შეძლებულმა იუველირმა, მას კარგი განათლება მიაღებინა და იუველირის საქმე ასწავლა. თუმცა ახალგაზრდა შარდენი, ოჯახური პროფესიისთვის მიყოლის ნაცვლად, ლიონელ ვაჭართან სახელად რესენი 1665 წელს სპარსეთსა და ინდოეთში მიემგზავრება, ნაწილობრივ ბიზნესისა და ნაწილობრივ საკუთარი თავგადასავლის ჟინის მოსაკლავად.
1686 წელს შარდენი მისი განთქმული "მოგზაურობის" პირველ ნაწილს აქვეყნებს.  ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება ამსტერდამიდან, თვალისმომჭრელი სათაურით "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" ("ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე").

თხზულების "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ.
აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული:




მოგვიანებით შარდენმა გამოაქვეყნა მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები წიგნის სახით. კიდევ უფრო მოგვიანებით ვასილ ბარნოვმა თარგმნა ამ წიგნის ის ფრაგმენტი სადაც შარდენი აღწერს საქართველოში მოგზაურობის პერიოდს.
ჩანაწერების ავტორს გააზრებული აქვს რომ მსგავს ნაშრომს, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ეთნოსის აღწერას, მეტ ღირებულებას სძენს ობიექტურობა. მიუხედავად იმის რომ მას საქართველოში ყველაზე საინტერესო თავგადასავლები გადახდა, მათ რიცხვში ძირითადად ისეთები რომლების დროსაც ძალიან ძნელია დარჩე ობიექტური, ჟან შარდენს ყოველთვის უდგება ისეთი მომენტი როდესაც ყველა წყენას ივიწყებს და მოვლენების ობიექტურად ასახვა-შეფასებას განაგრძობს. 
მოგზაურობა საქართველოში ძალიან უწყინარი გარემოებებით იწყება.

"10 სექტემბერს ისგაურში მოვედით. ისგაური არის სამეგრელოს ნავთ-საყუდელი და საკმაოდ კარგია ზაფხულობით. იქ დგებიან ხომალდები, რომელნიც კოლხიდაში მოდიან სავაჭროდ, როცა ჩვენ მოვედით იქ შვიდი დიდი ხომალდი ოდგა. ჩვენმა ნავის უფროსმა დააბმევინა ხომალდი ოთხი ღუზით და დააშვებინა ანძები."
 
რადგანაც საკვების შოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა ისგაურის პორტში, შარდენი კაცს აგზავნის საქართველოში მყოფ უკვე გამოცდილ იტალიელ თეატინ ბერ ზამპთან, სამეგრელოს პირობებში არსებობისთვის და სპარსეთისკენ გზის გასაგრძელებისთვის საჭირო რჩევების მისაღებად.
"ზამპიმ მირჩია, როცა დავბინავდებოდით გამეხსნა ეს ყუთი და ყველაფერი ამომელაგებინა, ვითომდა ვეძებდი რასმე, ეს იმიტომ, რომ ხალხი რომლებთანაც მივედით დარწმუნებულიყო, რომ სხვა ყუთებში საუნჯე რამ არ არის და ზამპისაც დაეჯერებინა ისინი, რომ ჩვენ ბერები ვართ და წიგნების მეტი არა გვაქვს რა. მე მივიღე ეს რჩევა და კარგიც ვქმენ. სახლში მყოფნი გაჰკვირდნენ როცა ასეთ ყუთში წიგნების მეტი ვერა ნახეს - რა და მგონი გულიც დააჯერეს."
იმერეთის აღწერის დროს კი უკვე ვხვდებით იმდროინდელი ქართველების ფსიქოლოგიურ პორტრეტებსაც. რაც მეტად მნიშვნელოვანია. მაგალითად შემდეგ ციტატაში გადმოცემულია იმერეთის დედოფალთან სტუმრობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებები.

"დედოფალი მშვენიერია, მაგრამ შეუფერებელი ქცევა აქვს, ისე ლაღობს, თითქო სირცხვილი აღარ იცისო. უწმაწურად ლაპარაკობს, ყველა მის სიტყვიდან გამოჩანს ბიწიერება. ეს არ არის არც საძრახისი და არც სათაკილო ამ ქვეყანაში: გარყვნილება აქ საზოგადო ბოროტებაა. იმერეთის დედოფალსაც ისეთი წვეულობის წესი აქვს, როგორიც სამეგრელოს დედოფალს, მაგრამ მისი სუფრა მოწყობილია ვერცხლის ჭურჭლით და ამალაც უფრო მდიდრულად არის მორთული."


გაითვალისწინეთ რომ ფრანგის გაკვირვება ბიწიერებით არ უნდა იყოს ადვილი საქმე მითუმეტეს მოგზაურის. აქ კი ვხვდებით იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის ზოგად დახასიეთებასაც:

 

No comments:

Post a Comment