11/30/10

ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი (GIPA)
  










პროგრამის შესახებ
ჟურნალისრიკისა და მედია მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა კავკასიის რეგიონში ჟურნალისტური განათლების საუკეთესო მოდელად არის მიჩნეული. პროგრამა მიზნად ისახავს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ჟურნალისტების და მედია მენეჯერების მომზადებას კავკასიის რეგიონში. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები.

ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტები სტუდენტებს დასავლურ მუშაობის სტილსა და სტანდარტებს აცნობენ.

სასწავლო პროცესში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ნებისმიერ მედიასაშუალებაში, იქნება ეს ბეჭდური მედია, ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტ-გამოცემა. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობს კურსდამთავრებულთა დასაქმებაშიც.


სასწავლო პროცესი

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა კავკასიის რეგიონში ჟურნალისტური განათლების საუკეთესო მოდელად არის მიჩნეული. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ სტუდენტები როგორც საქართველოდან, ასევე - აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. პირველ სემესტრს სტუდენტები თავიანთ ქვეყნებში გადიან და სწავლობენ ჟურნალისტურ ოსტატობასა და ჟურნალისტიკის პრინციპებს. ჯგუფი ჟურნალისტიკის კავკასიურ სკოლაში თავს მეორე და მესამე სემესტრში იყრის. ორი სემესტრის მანძილზე სტუდენტები გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს, რაც მათ ეხმარება ფაქტებზე დამყარებული, პროფესიონალური რეპორტაჟების მომზადებაში. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიუსრუმისა და გამოცემის მენეჯმენტის მუშაობის პრინციპებს. კურსი მოიცავს ბიზნესის, ჯანდაცვის, კულტურის, პოლიტიკისა და სხვა სფეროების გაშუქების ინტენსიურ ტრენინგებს. მეოთხე სემესტრში სტუდენტები ისევ ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, გადიან პრაქტიკას და მუშაობენ დიპლომზე.

ლექტორები და ტრენერები ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტები არიან. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს ჟურნალისტიკასა და სხვა სფეროებში მოქმედი პროფესიონალების ვიზიტებს. სტუდენტთა განკარგულებაშია ტელე და რადიოაპარატურა, ვიდეო და ფოტოკამერები, ციფრული სამონტაჟოები, კომპიუტერული ლაბორატორიები, ჟურნალისტური ბიბლიოთეკა, უკაბელო ინტერნეტი და სხვა სასწავლო რესურსები.

სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ლექცია-სემინარებს, ასევე, პრაქტიკულ ლაბორატორიულ მეცადინეობებს. სწავლის პერიოდში სტუდენტები მუშაობენ რეალური საინფორმაციო სამსახურის რეჟიმში, ამზადებენ სტატიებს, ფოტორეპორტაჟებს, ტელე და რადიოსიუჟეტებს და საინფორმაციო პროგრამებს. სტუდენტები ასევე სწავლობენ კომუნიკაციის თეორიებს, მედია მენეჯმენტის საფუძვლებს, მუშაობენ გუნდური პროექტების განხორციელებასა და რეალური სიტუაციების სიმულაციაზე. სწავლის განმავლობაში ისინი აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის ბაზაზე არსებული რადიოსადგურის "რადიო GIPA" მუშაობაში და გამოსცემენ სტუდენტურ გაზეთს "Brosse Street Journal".

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის კურსდამთავრებულთა 91% დასაქმებულია.

სწავლების საფასურია 2400 ევროს ექვივალენტი ლარში. დამატებით სტუდენტებს დაჭირდებათ შემდეგი აპარატურა: ფოტოკამერა, აუდიოჩამწერი, ვიდეოჩამწერი.
 

სასწავლო გეგმა 

http://www.gipa.ge/curriculum/curriculum_journ_engl_ge.pdf 




 კავკასიის მედია სკოლა 


 სამაგისტრო პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვისაც სურს საკვანძო თანამდებობის დაკავება სხვადასხვა სახის მედია საშუალების შემოქმედებით ან მმართველ გუნდში, ან ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრაციაში. 
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ, იმუშავონ ასევე მედია მკვლევარებად, მედია კონსულტანტებად და ტრენერებად, დაკავდნენ პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით მედიის სფეროში.
სამაგისტრო პროგრამის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ბაზრის მოთხოვნა და ასევე მომუშავე პროფესიონალთა საჭიროებები და დღის განრიგი. მათ აქვთ შესაძლებლობა, საგანთა მრავალფეროვანი მენიუდან შეარჩინონ საინტერესო საგნები და სწავლის პროცესი დროში ისე გაანაწილონ, როგორც ეს მათთვის იქნება ხელსაყრელი.

სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც მათ, ვინც საბაკალავრო განათლება ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით მიიღო, ასევე პროფესიონალთა ფართო წრეს – ვინც საბაკალავრო განათლება მიიღო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის მართვის განხრით, სამართალმცოდნეობაში ან სხვა მონათესავე დარგებში.

კავკასიის მედიის სკოლა გთავაზობთ სპეციალიზაციას სამი მიმართულებით:

ჟურნალისტიკა;
მედია მენეჯმენტი;
სტრატეგიული კომუნიკაცია.

მიღებული სამაგისტრო განათლება მედიაში დასაქმებულთ კარიერულ წინსვლაში ეხმარება და ზრდის მათ პროფესიულ ეფექტურობას.
კავკასიის მედიის სკოლაში ზოგიერთ საგანს უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან, მაგალითად, საგანს ახალი მედია ტექნოლოგიების შესახებ და მედია ეკონომიქსს, რომელიც მედიის ეკონომიკური გარემოს ანალიზს ეხება.

სწავლების პროცესში გამოიყენება უახლესი ლიტერატურა და სწავლების მეთოდები. სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ კომპიუტერული ლაბორატორიით, მდიდარი ბიბლიოთეკით და პარტნიორი მედია ორგანიზაციების სტუდიური აღჭურვილობით.
http://www.cu.edu.ge/?i=320&l=2 

 



საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი



ჟურნალისტიკის სამაგისტრო სამაგისტრო პროგრამი მიზნები

პროგრამა ჟურნალისტიკაში ითვალისწინებს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებას, რაც გულისხმობს პროგრამის მონაწილეთათვის პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარებას, მედიის კვლევის თანამედროვე მეთოდების სიღრმისეულ შესწავლას, კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე, ხელს უწყობს ჟურნალისტური ოსტატობის დახვეწას, რითაც იქმნება საგანმანათლებლო პროგრამის მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა.
ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა ასწავლის სტუდენტს, როგორ უნდა გამოიყენოს საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დარგის თავისებურებების გათვალისწინებით, რათა შეძლოს არგუმენტირებული დასკვნების დამაჯერებლად გადმოცემა და განზოგადება.  
სწავლის შედეგები

სსამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ჟურნალისტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რაც მოწმობს, რომ მას:
• აქვს ჟურნალისტიკის აქტუალური საკითხების გაღრმავებული ცოდნა. ათვისებული აქვს მედიის კვლევის თანამედროვე მეთოდები და კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევები. მაგისტრი აღჭურვილია სპეციალიზაციის სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნით, რაც გამოიხატება ქვედარგის სტრუქტურის და ინსტიტუტების, კომუნიკატივისტიკისა და მედიალოგიის ცალკეული თეორიების, კონცეფციების სიღრმისეულ გააზრება–ათვისებაში. ჟურნალისტიკის მაგისტრი აღჭურვილია ისეთი სპეციფიკური მეთოდების თუ საკითხების ცოდნით, რომელთა დიდი ნაწილი ასახავს კვლევაზე დაფუძნებულ უახლეს ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;

• შეუძლია მიღებული ცოდნის წარმატებით გამოყენება ახალ გარემოში. შესწევს უნარი იმოქმედოს ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში და მოპოვებული ცოდნის გამოყენებით ეძიოს თეორიული თუ პრაქტიკული ხასიათის მქონე კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზები;
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა

120 კრედიტი

შეფასების წესი

უნივერსიტეტში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამის და მისი განხორციელების შეფასების ერთიანი სისტემა. საგანმანათლებლო პროგრამის და მისი განხორციელების ხარისხის შეფასების მიზნით გამოიყენება შეფასების ისეთი ფორმები, როგორიცაა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გამოკითხვები სპეციალური ფორმულარების შევსების მეშვეობით, ასევე სწავლის და სწავლების შედეგების მონიტორინგის გზით, რომელსაც განახორციელებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე.
http://www.sdasu.ge/cataloge/mag_jurn.html 

 

No comments:

Post a Comment